სერგი ბრაჩუკი - ,,საზღვაო ჰუმანიტარულ კორიდორთან“ დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეთანხმება ვერ მოხდა

სერგი ბრაჩუკი - ,,საზღვაო ჰუმანიტარულ კორიდორთან“ დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეთანხმება ვერ მოხდა

საზღვაო კორიდორთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეთანხმება ვერ მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანი სერგი ბრაჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, ,,საზღვაო ჰუმანიტარული კორიდორი“, რომლის შესახებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, უკრაინულ მხარესთან ვერ შეთანხმდა. ბრაჩუკის განცხადებით, რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის უკრაინისთვის გადაბრალებას ცდილობს.

სერგი ბრაჩკუმა აღნიშნა, რომ საზღვაო კორიდორზე წინადადება რუსეთის მიერ ინფორმაციული ალიბის შექმნის მცდელობა იყო.

,,ეს არის რუსეთის მორიგი ტყუილი და მცდელობა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისი უკრაინას დაბრალდეს“, - განაცხადა მან.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ორ ,,საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს“ გახსნიდნენ. ერთს ხერსონიდან, მიკოლაევიდან, ჩორნომორსკიდან, ოჩაკივიდან, ოდესიდან და იუჟნიიდან და ერთსაც მარიუპოლიდან აზოვის ზღვის მიმართულებით.