პარტია ,,საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

პარტია ,,საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და მიხეილ დაუშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ დასავლელი პარტნიორების თანადგომა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

დეპუტატებმა საფრანგეთის ელჩს პარტია ,,საქართველოსთვის” ხედვები გააცნეს, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე უნდა გატარდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს