სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელებს რუსების ქალაქიდან გასადევნად უფრო მეტი მძიმე შეიარაღება ესაჭიროებათ

სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რომან ვლასენკოს განცხადებით, უკრაინელებს რუსების ქალაქიდან გასადევნად უფრო მეტი მძიმე შეიარაღება ესაჭიროებათ. მისივე თქმით, რუსულ ძალებს რიცხობრივი უპირატესობა არ აქვთ, მაგრამ მათ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება აქვთ.
"შეიარაღება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ბევრ რაიონში აღწევს, მაგრამ იმისათვის, რომ კონტრშეტევა სწრაფი და ეფექტური იყოს, ჩვენ მეტი შეიარაღება გვჭირდება", - განაცხადა ვლასენკომ.
მანვე აღნიშნა, რომ რუსული ძალები გარეუბნებში იმყოფებოდნენ და ქალაქის აღებას სამი მხრიდან ცდილობდნენ, მაგრამ ცენტრალური რაიონებიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში მტერი ოჯერ მოიგერიეს.

























