"დოიჩე ველე"-  ავსტრიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ბუნებრივი აირის მიწოდებასა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე ისაუბრეს

"დოიჩე ველე"-  ავსტრიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ბუნებრივი აირის მიწოდებასა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე ისაუბრეს

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ბუნებრივი აირის მიწოდებასა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ ჰქონდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნეჰამერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზარი 45 წუთს გაგრძელდა და პუტინმა დაარწმუნა, რომ "ყველანაირი მიწოდება სრულად დაკმაყოფილდებოდა".

ცნობილია, რომ ავსტრია ბუნებრივი აირის მიწოდების 80%-ს რუსეთიდან იღებს. მანვე განაცხადა, რომ პუტინი მზად არის, პატიმრების გაცვლა განიხილოს.