Reuters - ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, დიპლომატები პროგრესის მიღწევას ორშაბათს შეეცდებიან

ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მაგრამ ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესის მიღწევას ორშაბათს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა განაცხადა, რომ კიდევ ბევრი დეტალია მოსაგვარებელი.

ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. მთელი პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც აცხადებს, რომ ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არაა. მსგავსი შეშფოთება გამოთქვეს სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

Reuters-ი წერს, რომ ევროკომისიამ მხარეებს შესთავაზა, აკრძალვა გავრცელდეს მხოლოდ ევროკავშირში ტანკერებით შეტანილ რუსულ ნავთობზე, რის გამოც უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს შეეძლებათ, გააგრძელონ რუსული ნავთობის მიღება რუსული „დრუჟბას“ მილსადენით გარკვეული დროით, სანამ ალტერნატიული მიწოდება არ იქნება შესაძლებელი. ბუდაპეშტი მხარს უჭერს ამ წინადადებას, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა ევროკავშირის დაფინანსებაზე, რადგან უნგრეთს სურს, გაზარდოს ნავთობსადენის სიმძლავრე ხორვატიიდან და გადამამუშავებელი ქარხნები რუსული „ურალის“ ნავთობიდან „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე გადაიყვანოს.

დიპლომატები ამ საკითხს 30 მაისს განიხილავენ. ისინი ასევე იმსჯელებენ პრობლემაზე, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამართლიანი კონკურენცია გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, რომელსაც წევრი ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე, სანქციების შედეგად წააწყდებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს