ჯოზეფ ბორელი - ჩვენ რუსული ომის მანქანის დაფინანსება უნდა შევაჩეროთ

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრულიად დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებთ შეთანხმება მიღწეული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

"ჩვენ ყველას ვუბიძგებდით იმისათვის, რომ დღეს შეთანხმებას მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება გვექნება. ჩვენ რუსული ომის მანქანის დაფინანსება უნდა შევაჩეროთ", - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა "განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა" იარაღის მიწოდებითა და სანქციების დაწესებით.

"სანქციები უკვე დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას", - დასძინა ბორელმა და აღნიშნა, რომ ზაფხულში რუსეთისთვის "ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნება".

რაც შეეხება სურსათს, ბორელის თქმით, "რუსეთი ხორბალს იყენებს როგორც იარაღს, როგორც ომის იარაღს".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეიძლება, რომ "აშიმშილოს მსოფლიო". ბორელის თქმით, უკრაინაში ამჟამად ჩარჩენილი 20 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტი "იოლი არ იქნება" და საჭიროა "რუსეთთან შეთანხმება".

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ