Reuters - ვალენტინ იუმაშევმა ვლადიმერ პუტინის უხელფასო მრჩევლის თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ვალენტინ იუმაშევმა, რუსეთის ყოფილი ლიდერის ბორის ელცინის სიძემ, გასულ თვეში, ვლადიმერ პუტინის უხელფასო მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ლუდმილა ტელენმა განაცხადა, რომ იუმაშევმა თანამდებობა აპრილში დატოვა.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თანამდებობა, მან აღნიშნა, რომ "ეს მისი ინიციატივა იყო".

მათივე ინფორმაციით, ელცინის პრეზიდენტობის დროს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი 1991 წლიდან 1999 წლამდე იყო, იუმაშევი კრემლის მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

ამასთან, როგორც ცნობილია, იუმაშევი დაქორწინებულია ელცინის ქალიშვილ ტატიანაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა