ჯოზეფ ბორელი რუსული ნავთობის აკრძალვაზე - გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, პუტინის ომის მანქანის პარალიზებისთვის

მივესალმები რუსული ნავთობის აკრძალვაზე ევროკავშირის ლიდერების შეთანხმებას, ეს არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, პუტინის ომის მანქანის პარალიზებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა,“- აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა