ბელარუსი უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

ბელარუსი უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

ივნისსა და ივლისში ბელარუსი უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, - ინფორმაციას ბელარუსული ახალი ამბების სააგენტო BELTA ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამხედრო წვრთნები ბელარუსის სამხრეთ ნაწილში, გომელის რეგიონში გაიმართება, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს მდებარეობს.

ცნობისთვის, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, ამავდროულად, 24 თებერვლიდან ბელარუსის ტერიტორიის გავლით რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა.