მედიის ინფორმაციით, სანქციები რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს შეეხო

დაწესებული სანქციები რუსეთში კომპანიების 86%-ზე მეტის მუშაობაზე ახდენს გავლენას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„სანქციები გამოკითხული მეწარმეების 86.8%-ს შეეხო. მათი 77.4%-მა სანქციებთან ადაპტირება მიახერხა ან იმედი აქვს, რომ ამას შეძლებს. 11.7%-მა კი ეს ვერ შეძლო და ბიზნესი მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა,"- ნათქვამია ანგარიშში.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის 85 რეგიონის 6 ათასზე მეტი კომპანიის მფლობელებმა და ხელმძღვანელებმა. მონიტორინგის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, 67.1%, ეკონომიკური ვარდნის შედეგებს განიცდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა