ვიოლა ფონ კრამონი - ბრიუსელში შევხვდი „ლელოს” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ვიოლა ფონ კრამონი - ბრიუსელში შევხვდი „ლელოს” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოპოზიციური პარტიების, „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართველოდან - „ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის.“ ორივე მტკიცედ მოითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან "ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას",- წერს კრამონი „ტვიტერში“.