ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მედიკამენტი ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებულია.

„რა თქმა უნდა, პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ. ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებულია მედიკამენტი. სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გვექნება. დღეს მაინც სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. დღეს, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" დიაგნოსტიკის საშუალება არის",- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჯერ ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილი" დადასტურებული არ არის და არც საეჭვო შემთხვევებზე მიმდინარობს კვლევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა