ჯოზეფ ბორელი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე - ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ, მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და ფასი დაწიონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილის შემცირების შესახებ მოსკოვს აიძულებს, ნავთობი სხვებს უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს.

„ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ. მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და რა თქმა უნდა, ფასის დაწევა მოუწევთ“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ამ გზით მოსკოვს ომის საწარმოებლად ნაკლები შემოსავალი ექნება.

შეგახსენებთ, ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნავთობის სხვა იმპორტიორებს იპოვის.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში