ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად აღნიშნავს სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ხაზგასმით, წელს დღის თემაა "თამბაქო-გარემოს საფრთხე".

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, თამბაქო ისეთი მკვლელია, რომელიც საქართველოში 11 ათას ადამიანს კლავს ყოველწლიურად.

„ვზეიმობთ თამბაქოს გარეშე მსოფლიოს. ამ დღეს სერიოზული შედეგი მაშინ მოაქვს, რაც უფრო მეტ ადამიანთან მივა ინფორმაცია. "ტაქსიში" თითქმის არავინ ეწევა. კულტურა იქამდე ავიდა, რომ როდესაც ბავშვი არის მანქანაში, არ უნდა მოწიო. ბავშვზე კვამლი სერიოზულად მოქმედებს. თამბაქო ისეთი მკვლელია, რომელიც საქართველოში 11 ათას ადამიანს კლავს ყოველწლიურად. ამას უნდა შევეშვათ. რაც უფრო შევამცირებთ თამბაქოს მწეველების რაოდენობას, უკეთესი შედეგი გვექნება. ნაკლები იქნება გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, კიბო, ფილტვის კიბო. პატარ-პატარა მიღწევა არის, მაგრამ ეს უნდა გაძლიერდეს. ამ დღეს რამდენიმე სიახლით ვხვდებით. განახლდა თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგია და 2025 წლამდე სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა