ავსტრიის კანცლერი - სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგო არ შევა

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში რუსული გაზის იმპორტზე ემბარგო არ შევა.

„გაზის ემბარგოს თემა არ იქნება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც გარკვევით განაცხადა. რუსული ნავთობის კომპენსირება ბევრად უფრო ადვილია. გაზი სრულიად სხვაა“, - აღნიშნა ნეჰამერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო მტკივნეული იქნება როგორც მოსკოვისთვის, ასევე თავად ბლოკის წევრებისთვის.

„გადაწყვეტილება ნავთობის ემბარგოს დაწესების შესახებ არის ზომა, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისთავად მტკივნეული იქნება წევრი ქვეყნებისთვის, მაგრამ რეალისტები უნდა იყოთ. ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რისი ატანაც უკრაინელ ხალხს უწევს”, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა