ლატვიის პრემიერი - რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო მალე დასრულდება ომი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი აცხადებს, რომ რაც უფრო ძლიერ სანქციებს დაუწესებს დასავლეთი რუსეთს, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში.

„ყველა წევრ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული არ იყოს. ბოლო 20, 30 წლის განმავლობაში, ქვეყნებმა შექმნეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ ძალიან სწრაფად ვშორდებით მას. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის ეს უფრო ადვილია, სხვა წევრი ქვეყნებისთვის კი უფრო რთულია პორტების, ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, მაგრამ ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს“, - თქვა კარინშმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდზე შეთანხმების მიღწევა სწორი მიმართულებით გადადგმული ფანტასტიკური ნაბიჯია.

„გუშინ ჩვენ შევთანხმდით სანქციების მეექვსე რაუნდზე, რომელიც მოიცავს ნავთობს, ეს შეამცირებს ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსება“, - აღნიშნა ლატვიის პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა