GIPA-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერეციაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე"

სამოქალაქო იდეის ორგანიზებით და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ღია საზოგადოების ფონდის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მხარდაჭერით, უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე". ინფორმაციას ამის შესახებ GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს GIPA-ს პროფესორებმა და ლექტორებმა.

„თენგიზ ფხალაძე - GIPA-ს პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ვანო ჩხიკვაძე - GIPA-ს სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი; თინა ხიდაშელი - GIPA-ს საჯარო პოლიტიკის სამაიგსტრო პროგრამის ლექტორი

ღონისძიება მიზნად ისახავდა მიმდინარე ომისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსების პარალელურად, მხარი დაუჭიროს დიალოგს და წაახალისოს დისკუსია. კონფერენციის ფარგლებში შედგა მსჯელობა და პანელური დისკუსია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, და მის გავლენაზე საქართველოსა და მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

კონფერენცია სიტყვით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.

გახსნითი სიტყვის შემდეგ შედგა პანელური დისკუსია მოწვეული სტუმრების მონაწილეობით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა