გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, რათა ოფიციალურმა ათენმა უკრაინას საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს

გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, რათა ოფიციალურმა ათენმა უკრაინას საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ საბერძნეთს გადავცემთ გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან“, - განაცხადა კანცლერმა.

შოლცს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს ბერლინი საბერძნეთს ან კონკრეტულად რა იარაღს გადასცემს ათენი კიევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა