ემანუელ მაკრონი უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ აცხადებს, რომ „დაუსჯელობის წინააღმდეგ იბრძოლებს“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფის მკვლელობის შემდეგ „დაუსჯელობის წინააღმდეგ იბრძოლებს“.

მანვე დასძინა, რომ რუსეთი ყველა საერთაშორისო კანონს არღვევს.

„ჟურნალისტები, ჰუმანიტარული მუშაკები დაცულნი უნდა იყვნენ საომარ ზონებში. მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული", - აღნიშნა საფრანგეთის პირველმა პირმა ბრიუსელში, ევროპული სამიტის შემდეგ საუბრისას.

საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ომის დანაშაულებებზე უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, ფრანგული ტელეკომპანია BFMTV -ის 32 წლის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი, 30 მაისს, სევეროდონეცკის მახლობლად მიმდინარე ჰუმანიტარულ ოპერაციას აშუქებდა, რა დროსაც მას რუსული ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა