ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ე.წ. ელჩი დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ე.წ. ელჩი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი დანიშნა. ამ „პოსტზე“ სოხუმში მიხაილ შურგალინი იმუშავებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შურგალინი მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

ე.წ. ელჩის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე ალექსეი დვინიანინი იკავებდა.