ნედ პრაისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებიან, ამ მნიშვნელოვან საფეხურს ახლა მიაღწიონ, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყანას და ევროკავშირს ეხება, თუმცა აშშ მხარს უჭერს მათ.

„აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ამ სამი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო