შვეიცარიამ დანიას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის ნებართვა არ მისცა

შვეიცარიის მთავრობამ ვეტო დაადო დანიის მოთხოვნას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის თაობაზე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომლის თანახმადაც შვეიცარია კონფლიქტის ზონებს იარაღს არ აწვდის.

შვეიცარია იმ ქვეყნებს, რომლებიც შვეიცარიულ იარაღს ყიდულობენ, რეექსპორტისთვის მისგან ნებართვის აღებას სთხოვს.

ცნობისათვის, აპრილში შვეიცარიამ ვეტო დაადო გერმანიის მიერ შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტს, მან ასევე უარი უთხრა პოლონეთს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო