ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე - დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს