დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კიევთან მოლაპარაკებების განახლებას ხელს არ შეუწყობს - აშშ მიზანმიმართულად ასხამს ცეცხლზე ნავთს

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კიევთან მოლაპარაკებების განახლებას ხელს არ შეუწყობს - აშშ მიზანმიმართულად ასხამს ცეცხლზე ნავთს

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს კიევის სურვილს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. იარაღის მსგავსი მიწოდებები ხელს არ შეუწყობს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილის გაღვიძებას, მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებთ,“- აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების, რომ ამერიკელების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდების შემთხვევაში, მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.

„იმისთვის, რომ ვენდოთ, საჭიროა გამოცდილება, როდესაც დაპირებები სრულდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება სრულიად არ არსებობს. პირიქით, მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასაარჩევნო მთავარი დაჰპირებიდან დაწყებული, ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არ შესრულებულა. არც მინსკის შეთანხმება შესრულებულა, ისინი დავიწყებას მიეცა უკრაინული მხარის ბრალეულობით. ამიტომ, არ გვაქვს ნდონა უკრაინული მხარის მიმართ ,“-განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.