რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ დანიურ კომპანია Orsted Salg & Service A/S-ს გაზის მიწოდების სრულად შეუჩერა. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი Orsted-ის მიერ გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმაა.

„31 მაისის სამუშაო დღის ბოლოს „გაზპრომ ექსპორტს“ არ მიუღია Orsted Salg & Service-სგან აპრილში მიწოდებული გაზის გადასახადი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის No172 ბრძანებულების შესაბამისად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუსეთმა უკვე შეაჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ფინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს გაზის საფასუროს რუსული რუბლში გადახდაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს