„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტად მანფრედ ვებერი აირჩიეს

„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესმა პარტიის ახალ პრეზიდენტად მანფრედ ვებერი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაცია „ევროპის სახალხო პარტიის“ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კონგრესმა მანფრედ ვებერი 502-დან 447 ხმით აირჩია და ის დონალდ ტუსკს ჩაანაცვლებს.

ვებერის თქმით, ევროპის ხალხისთვის უკეთესი ევროკავშირისთვის ბრძოლას არასოდეს შეწყვეტს.

„ძალიან ვამაყობ, ევროპაში უდიდესი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტად არჩევით და მე მოკრძალებულად ვგრძნობ თავს, რომ შემიძლია, „ევროპის სახალხო პარტიის“ ისეთი ლიდერების, როგორიც არის დონალდ ტუსკი, კვალდაკვალ ვიარო. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს ისეთ ევროპას, რომელშიც არასანდო პოპულისტები არიან, რომელიც ხალხის პოლარიზებას ახდენს და ჩვენს მომავალს ანგრევს. ჩვენ უარს ვეუბნებით ელიტების ევროპას. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა. როგორც არასდროს, ჩვენ, ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებაზე ვიმუშავებთ და ევროპის ხალხისთვის უკეთესი და უფრო ძლიერი ევროკავშირისთვის ბრძოლას არასდროს შევწყვეტთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვებერმა

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს