ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო ვალის საკითხზე შემუშავებული რეკომენდაციები ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში  დაგვეხმარება

საქართველო პანდემიას ფისკალური დისციპლინის თვალსაზრისით კარგად მომზადებული შეხვდა, ამავდროულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან რესურსების მოზიდვა უმოკლეს დროში განხორციელდა. სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უარყოფითად აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით" საკითხზე შემუშავებული დოკუმენტი განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა კომიტეტის თავმჯდომარემ თემატური ჯგუფის ძირითად მიგნებებზე და რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება

„თემატური მოკვლევის ჯგუფის თითქმის ოთხთვიანი სამუშაო პროცესი დასრულებულია, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მიმდინარე წლის თებერვალში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეზურნიშვილი.

„სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“ საკითხზე შემუშავებული დოკუმენტი, რეკომენდაციებთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა