უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროცესს ისტორიული უწოდა.

"ჩვენი მთავრობები ამ ფორმატში პირველად მუშაობენ. ეს არის ისტორიული და აუცილებლად იქნება პროდუქტიული. ვაფასებთ პოლონეთის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელებისთვის. ჩვენს თბილ და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა - ძლიერი და ისტორიული. მადლობა ყველაფრისთვის და ჩვენ ნამდვილად გვჯერა ჩვენი დიდი საერთო მომავლის", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი განაცხადა, რომ პოლონეთი და უკრაინა რამდენიმე ახალი ეკონომიკური შეთანხმებით სარგებელს მიიღებენ.

"დღეს ჩვენ, კონკრეტულ სამინისტროებს შორის, რამდენიმე შეთანხმებას ვამზადებთ, რომლებიც უკრაინას დაეხმარება და პოლონეთს ეკონომიკურ იმპულსს მისცემს. მაგალითად, ეს არის შეთანხმებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა მორავეცკიმ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტის დროს, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად განადგურდა.

მისივე თქმით, პოლონური კომპანიები უკრაინის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

"პოლონური კომპანიები უკრაინის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უკრაინა უნდა გავათავისუფლოთ", - დასძინა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიცე-პრემიერთან იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად იმყოფება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია