ენტონი ბლინკენი - უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ - რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება

ენტონი ბლინკენი - უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ - რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის "ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ".

აღნიშნულის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად ვაშინგტონში პრესკონფერენციისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ნატოს ერთიანობა კონფლიქტმა მხოლოდ გააძლიერა, რასაც, რუსეთი არ ელოდა.

აშშ-ის პირველმა დიპლომატმა კვლავ გაიმეორა, რომ ნატო ალიანსის ტერიტორიის "თითოეულ დიუმს" დაიცავს და რომ დამატებითი 20,000 სამხედრო აღმოსავლეთ ფლანგზეა განლაგებული.

შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე საუბრისას, ბლინკენმა დასძინა, რომ საჭიროზე მეტად კვალიფიციურები არიან ნატოში, რაც შეიძლება მალე გასაწევრიანებლად.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ოფიციალურ ვაშინგტონს გარანტია მისცა, რომ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ახალი მაღალტექნოლოგიური სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება.