ნიდერლანდების მთავრობამ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდის შესახებ განაცხადა

ნიდერლანდების მთავრობამ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდის შესახებ განაცხადა

ნიდერლანდების მთავრობამ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდის შესახებ განაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის კაისა ოლონგრენის თქმით, მსოფლიოში არსებული საფრთხეები და უკრაინაში მიმდინარე ომი ცხადყოფს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არ შეიძლება ნაბოძებად იყოს მიჩნეული.

წელიწადში დამატებითი ხუთი მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება ისეთი ტექნიკის დასაფინანსებლად, როგორიცაა ექვსი ახალი F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავი, MQ-9 Reaper "დრონების" ოდენობა ოთხიდან რვამდე გაორმაგდება, ასევე გამოყოფილი თანხები მიმართული იქნება ზოგადი აღჭურვილობის დეფიციტის შესამცირებლად.

მედიის ცნობით, ნიდერლანდების მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 2024 და 2025 წლებში ქვეყანის სამხედრო ხარჯები საკუთარი მშპ-ის 2%-ს მიაღწევს, რისკენაც ნატო თავის წევრებს მოუწოდებს.