უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ჯო ბაიდენს უკრაინისთვის HIMARS-ის რაკეტების გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარების სახით HIMARS-ის რაკეტების გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

„მოხარული ვიყავი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეთერთმეტე პაკეტში 6 ასოს დანახვის გამო - HIMARS, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდა. ჩვენი თანამშრომლობა ძლიერია როგორც არასდროს, მადლობა!“- განაცხადა რეზნიკოვმა „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა აშშ-ს წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჩართვის შესახებ უკრაინის დახმარების პაკეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა