ხორვატია ევროზონის ქვეყნებს 2023 წლიდან შეუერთდება

ხორვატია ევროზონის ქვეყნებს 2023 წლიდან შეუერთდება

ხორვატია ევროზონის ქვეყნებს 2023 წლიდან შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

ევროკომისიის განმარტებით, ხორვატიამ შეასრულა ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ყველა საჭირო პირობა, ამიტომ შეუძლია ევროზონის ქვეყნებს 2023 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდეს.

„ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ხორვატია მზად არის ევროს ადაპტირებისთვის, რომლის შედეგადაც ევროზონის წევრი ქვეყნების რაოდენობა 20-მდე მივა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეროვნულ ვალუტად ევროს ადაპტირებისთვის ქვეყნის მზაობის კრიტერიუმებს შორის არის კონკრეტული მოთხოვნები ფასების სტაბილურობასთან, საბიუჯეტო ფინანსირებასთან, სავალუტო გაცვლასთან და საბანკო განაკვეთების გრძელვადიან მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ევროკომისიის შეფასებით, ამ დროის მდგომარეობით, ხორვატია ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.