შს მინისტრის მოადგილე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების შესახებ „ალტ-ინფოს“ მუქარაზე - შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება

შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და "ალტ-ინფოს" მუქარასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, შსს- ს პრაიდის ღონიძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

„შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისათვის, „თბილისი პრაიდი“ წელს „ღირსების მარშს“ არ ჩაატარებს და გაიმართება მხოლოდ პრაიდკვირეული, რომელიც მათი ინფორმაციით, არ მოიცავს ღონისძიებებს საჯარო სივრცეში. „თბილისი პრაიდის“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა „ალტ- ინფოც“ და ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დაანონსა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს