უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენისა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტისთვის გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი მისია შექმნას

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენისა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტისთვის გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი მისია შექმნას

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენისა და უკრაინული ფერმის პროდუქციის ექსპორტისთვის გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი მისია შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით უფრო მეტად დაზარალდეს, გამოიყენონ კონტაქტები მოსკოვთან, რათა აიძულონ იგი მოხსნას უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადა და დაასრულოს ომი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტები დაიკავა და მათი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებს აკონტროლებს, უკრაინულ ტვირთებს ბლოკავს და გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.