პროკურორი - გალიფ ოზთურქის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე, რომ მან საქართველო დატოვოს და პასუხისმგებლობას თავი აარიდოს

გალიფ ოზთურქის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობის გათვალისწინებით არსებობს საფრთხე, რომ მან საქართველო დატოვოს და პასუხისმგებლობას თავი აარიდოს, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა, დავით ჭარბაძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გალიფ ოზთურქის მიმართ დამატებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით გალიფ ოზთურქისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„არსებობს საფრთხე თავის არიდების მიზნით ქვეყანა დატოვოს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ: ყალბ საგადასახადო დოკუმენტებზე, უკანონო შემოსავლების ფაქტზე და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე. გამოძიებით დასტურდება, რომ გალიფ ოზთურქს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები და შენობა - ნაგებობები აქვს რეგისტრირებული.

მიგვაჩნია, რომ გალიფ ოზთურქს მომავალში ახალი ბრალდება წარდგინება და თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში შესაძლოა, გამოძიებას არ მიაწოდოს რეალური ინფორმაცია, რაც ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუშლის.

თავისუფლებაში ყოფნისას, დიდი ალბათობით, მტკიცებულებების განადგურება მოხდება. მიგვაჩნია, რომ გალიფ ოზთურქის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლია საქართველოს ტერიტორია დატოვოს და არ დაბრუნდეს თავის არიდების მიზნით.

წარდგენილი ბრალდება სსკის 260-ე მუხლით, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. აღკვეთის ღონისძიების მიზნით პატიმრობას ვითხოვთ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების მიმართაც“, - აღნიშნა პროკურორმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია