თურქეთი ამიერიდან Turkey-ის ნაცვლად Türkiye-ს სახელით იქნება ცნობილი

გაერო ოფიციალური ანკარის მოთხოვნას დათანხმდა და ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციაში ამიერიდან ინგლისურენოვანი Turkey-ის ნაცვლად Türkiye-ს (თურქიე) სახელით იქნება ცნობილი. ინფორმაცის BBC-ი აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, რებრენდინგის კამპანია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის ბოლოს წამოიწყო.

გაერო აცხადებს, რომ მან დასახელებაზე ცვლილება ამ კვირაში განახორციელა, როგორც კი აღნიშნული მოთხოვნა ანკარისგან მიიღო.

"Türkiye არის თურქი ხალხის კულტურის, ცივილიზაციისა და ღირებულებების საუკეთესო რეპრეზენტაცია და გამოხატულება", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დეკემბერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა