სალომე ზურაბიშვილი - ჩემთვის სამარცხვინოა, რომ ასეთი ისტორიის  მქონე ქვეყანას,  სასამართლო კუთხით ჩვენი პარტნიორები გვახსენებენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო

ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, დღეს ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რომელიც მის მიერ 26 მაისს სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან „სამარცხვინოდ“ შეფასებას შეეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი დასკვნები საქართველოს სასამართლო სისტემაზე „არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები“.

„ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, ამ ქვეყანას სხვები დღეს, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც არის ევროპული დონე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზებულია და ე.წ. კლანის მიერ არის მართული, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ: „ასეთ შეფასებებს ნამდვილად არ აკეთებს“.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „სამართლიანი სასამართლო საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“. აღნიშნულ განცხადებას ირაკლი კობახიძემ „სამარცხვინო“ უწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა