პრეზიდენტი - ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც არის სიძულვილის ენის, ერთმანეთის ვერ ატანის, დაპირისპირების - ეს თუ არ დავძლიეთ, რა კანონიც გინდათ მიიღეთ, ან თუნდაც გაამკაცრეთ, ვერ მივიღებთ შედეგს

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც არის სიძულვილის ენის, ერთმანეთის ვერ ატანის, დაპირისპირების - ეს თუ არ დავძლიეთ, რა კანონიც გინდათ მიიღეთ, კიდევ გაამკაცრეთ, პოლიციელების სიმკაცრე და ა.შ. მაინც ვერ მივიღებთ შედეგს. პრობლემა არის ჩვენს თავში და ეს პრობლემა სიღრმისეულად უნდა გადავჭრათ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა.

მისივე თქმით, დაძაბულ გარემოზე ზოგიერთი ადამიანი ამგვარად რეაგირებს და ეს არის მტკივნეული.

„ქალებზე ძალადობის საკითხი ძალიან მტკივნეულია და მოითხოვს უფრო ფართო ხედვას, ვიდრე მხოლოდ ის, როგორ გავამკაცროთ კონტროლი, ეს არ იქნება საკმარისი. კანონის გამკაცრებაც შეიძლება რაღაცა ფორმით საჭირო იყოს, ვაპირებ, რომ შევკრიბო იურისტები ამ თემაზე და გავიაროთ.

მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბევრად უფრო ღრმა პრობლემა, რომელიც გამომდინარეობს იმისგან და რატომაც მე თანხმობის პროცესი დავიწყე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც არის სიძულვილის ქვეყანა, სიძულვილის ენის, ერთმანეთის ვერ ატანის, დაპირისპირების და ეს ქმნის იმ ძალიან მძიმე აურას ქვეყანაში, დაძაბულობას ადამიანებს შორის, რომელიც ქუჩაშიც იგრძნობა, თუ გავივლით. ეს თუ არ დავძლიეთ, რა კანონიც გინდათ მიიღეთ, კიდევ გაამკაცრეთ პოლიციელების სიმკაცრე და ა.შ. მაინც ვერ მივიღებთ შედეგს. პრობლემა არის ჩვენს თავში და ეს პრობლემა ასე სიღრმისეულად უნდა გადავჭრათ. ეს იწყება განათლების სისტემით, სკოლაში, ოჯახში, ტელეეკრანებზე, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი მუდმივად დაძაბული გარემო, რომელიც ყველაზე გადადის. ზოგი ადამიანები ამას ნაკლებად უძლებს და გამოვლინება აქვთ სხვადასხვა ფორმით. ეს არის ძალიან მტკივნეული ამ საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ტრადიცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა