ურსულა ფონ დერ ლაიენი - 100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი, უკრაინელების სიმამაცე ჩვენს აღტაცებას იმსახურებს -  ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით არის.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სიმამაცე პატივისცემასა და აღტაცებას იწვევს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის 100 დღის აღსანიშნავად „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.

„100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელების სიმამაცე ჩვენს პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს, პარიზში, ემანუელ მაკრონთან განვიხილავ ევროკავშირის არსებულ და მომავალ მხარდაჭერას ქვეყნისადმი“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა