პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან 120 კილომეტრის სიგრძის ღობე უკვე ააშენა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან 120 კილომეტრის სიგრძის ღობე უკვე ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მაცეი ვონსიკი ავრცელებს.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ბელარუსთან 120 კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობა. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, სამშენებლო სამუშაოები თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ვონსიკმა.

არსებული ცნობით, 5 მეტრი სიმაღლის ღობე პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან 200 კილომეტრის სიგრძეზე იქნება განთავსებული. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია