მარია ზახაროვას განცხადებით, გერმანიის მიერ გაზრდილი სამხედრო ხარჯები ხელახალ მილიტარიზაციას ნიშნავს, რაც მოსკოვისთვის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, გერმანიის მიერ გაზრდილი სამხედრო ხარჯები ქვეყნის ხელახალ მილიტარიზაციას ნიშნავს, რაც მოსკოვისთვის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას აღვიქვამთ, როგორც კიდევ ერთ დადასტურებას იმისა, რომ ბერლინმა ქვეყნის დაჩქარებული რემილიტარიზაციისკენ აირჩია კურსი. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს? სამწუხაროდ, ეს კარგად არის ცნობილი ისტორიიდან“, - განაცხადა ზახაროვამ.

























