უკრაინა რუსეთში ბავშვების იძულებით დეპორტაციის ფაქტებს შესაძლო გენოციდის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში შეისწავლის

პროკურორები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ, რუსეთში ბავშვების იძულებით დეპორტაციის ფაქტებს, როგორც შესაძლო გენოციდს, შეისწავლიან, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ადამიანების იძულებით გადაყვანის 20-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

გაერო-ს 1948 წლის „გენოციდის კონვენციის“ მიხედვით, „ბავშვების იძულებით გადაყვანა“ კვალიფიცირდება როგორც გენოციდი. კონვენციის მიხედვით, გენოციდის მიზანი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულად, ან ნაწილობრივ განადგურებაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა