„იანდექსის“ დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა

„იანდექსის“ დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღეს ამოქმედდა. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

რუსულმა ინტერნეტ გიგანტმა „იანდექსმა“ დღეს განაცხადა, რომ არკადი ვოლოჟი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და დირექტორთა საბჭო მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა იგი რუსი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უახლეს სიაში შეიყვანა.

ევროგაერთიანება ვოლოჟს რუსეთის "მატერიალურ თუ ფინანსურ" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

„იანდექსის“ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ევროკომისიის გადაწყვეტილებას "არასწორად" მიიჩნევს და დასძინა, რომ ის ხმის უფლებას კომპანიის საბჭოს გადასცემს.

ცნობისთვის, თავად „იანდექსი“ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში არ მოყვა.

კომპანიამ განაცხადა, რომ ვოლოჟის წასვლა გავლენას არ მოახდენს მის ოპერაციებზე, ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

„საბჭო აგრძელებს ნორმალურად ფუნქციონირებას. "იანდექსს" ძლიერი და ღრმა მენეჯმენტის გუნდი ჰყავს”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს