ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხოლოდ ინდური ფული და ნავთობია, რომელიც ომს აფინანსებს, მაგრამ ევროპაში რუსეთიდან შესული გაზი არ აფინანსებს ომს?

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა მისი ქვეყნის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გადაწყვეტილება GLOBSEC-ის მიერ ორგანიზებულ ბრატისლავის ფორუმზე გამოსვლისას დაიცვა. მანვე დაადასტურა, რომ ინდოეთის ნავთობის იმპორტი სულ მცირე ცხრაჯერ გაიზარდა 2021-დან 2022 წლამდე. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

„რუსული გაზის ყიდვა არ აფინანსებს ომს? მხოლოდ ინდური ფული და ნავთობია, რომელიც ომს აფინანსებს, მაგრამ ევროპაში რუსეთიდან შესული გაზი არ აფინანსებს ომს? მოდით, აქ ცოტა მიუკერძოებლები ვიყოთ“, - აღნიშნა ჯაიშანკარმა.

ინდოეთის პირველმა დიპლომატმა იკითხა, თუკი ევროპისა და დასავლეთის ქვეყნები და შეერთებული შტატები ასე შეშფოთებულნი არიან, რატომ არ აძლევენ ირანულ და ვენესუელურ ნავთობის ბაზარზე შესვლის საშუალებას.

„დასავლეთმა ჩაახშო ნავთობის ყველა სხვა წყარო, რაც ჩვენ გვაქვს”, - განაცხადა ჯაიშანკარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა