სერგეი ლავროვი - დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობისა და ყველაფრის  გასანადგურებლად, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობისა და ყველაფრის გასანადგურებლად, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ განკარგულებაში არსებული ყველა შესაძლებლობით უნდა დავიცვათ ქრისტიანებისა და მართლმადიდებლების უფლებები. მართლმადიდებლობას ვახსენებ განსაკუთრებულად, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, ისევ და ისევ, ამერიკელთა ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქით, ძალიან სამწუხაროდ, აღებულია კურსი მართლმადიდებლობის გასანადგურებლად. თქვენ იცით, როგორი საწინააღმდეგო ქმედებები იყო მიღებული უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. იქ შეიქმნა კვაზისტრუქტურა სახელწოდებით - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. იცით, როგორ ცდილობენ სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამონგრევას, იგივე ეხება სერბეთის ეკლესიასაც“, - განაცხადა ლავროვმა მართლმადიდებლური პალესტინის საიმპერატორო საზოგადოების 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე გამოსვლისას.

„ეს გააზრებული ხაზია, რომელიც დასავლეთის არსებულ კურსში ეწერება - ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, სლავებთან და მართლმადიდებლობასთან“, - განაცხადა ლავროვმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია