გიორგი გახარია ბრიუსელში ვიზიტზე - ღარიბაშვილთან ყავას დავლევდი და რამეზე ვისაუბრებდით, რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა

ღარიბაშვილთან ყავას დავლევდი და რამეზე ვისაუბრებდით, რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გახარიამ განაცხადა, რომ იქ ღარიბაშვილიც იყო.

„ახლა ისე არ გამოვიდეს, ამერიკაში იყავი და იქ მიშას შეხვდითო. სხვათა შორის, პრემიერს კინაღამ შევეყარე, ღარიბაშვილიც იქ იყო“, - განაცხადა გახარიამ.

კითვაზე, თუ რას გააკეთებდა პრემიერთან შეხვედრისას, გახარიამ ასე უპასუხა: „არაფერი, ყავას დავლევდით და რამეზე ვისაუბრებდით. რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა. ეს ორი - ყოფილი და მოქმედი პრემიერის საქმეა, ეს პროცესი გადაივლის, რომელიც ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან საკითხს ეხება და შემდეგ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად, ღარიბაშვილს კი არა, ეშმაკსაც შევხვდები“, - განაცხადა გახარიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია