ვოლოდიმირ ზელენსკი -  მძიმე ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს - რუსული რაკეტების საერთო რაოდენობა, რომელთა გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ მოხდა, 2503-ს შეადგენს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, დღეს დილისთვის, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულმა სხვადასხვა სახის რაკეტამ 2503 შეადგინა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდემიმართვაში ისაუბრა.

„რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს სუმის ოლქის საზღვრისპირა რაიონები, მიკოლაევი, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქები. უკიდურესად მძიმე რჩება ვითარება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ასევე, ძალიან მძიმეა ვითარება, ლისიჩენსკში, მარინკში, კურახოვოსა და დონბასის სხვა ქალაქებში. გამუდმებით ხორციელდება საჰაერო, საარტილერიო, სარაკეტო თავდასხმები. დღეს დილისთვის სხვადასხვა რუსული რაკეტების საერთო რაოდენობა, რომელთა გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მოხდა, 2503-ს შეადგენდა. ჩვენი გმირები ინარჩუნებენ პოზიციებს და აკეთებენ ყველაფერს, რათა მტერს მაქსიმალური ზარალი მიაყენონ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა