ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ქალაქების განადგურება, ბავშვების მკვლელობა თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს - ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელი მსოფლიოს დამცირებაა

რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს, ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელ მსოფლიოს ამცირებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ძალები მზად არიან გადაწვან ყველაფერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიები.

„სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად უკვე განადგურდა ან დაზიანდა 113 ტაძარი. მათ შორის არის ძველი ტაძრებიც, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გადაიტანეს, მაგრამ ვერ გაუძლეს რუსეთის ოკუპაციას. არის ისეთებიც, რომლებიც 1991 წლის შემდეგ აშენდა. სვიატოჰორსკის ტაძარის აღდგენაც 2001 წელს დაიწყო. ზუსტად 10 ივნისს შესრულდებოდა მშენებლობის დაწყების მორიგი წლისთავი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს უკრაინაში პატივი მიაგეს ომის შედეგად დაღუპულ ბავშვებს.

„261 - სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი გარდაიცვალა რუსეთის გამო. ეს ოფიციალური რაოდენობაა, რაც უფრო მეტს გავიგებთ მათ შესახებ, ვინ იყო დაკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, მით მეტი შეიძლება გახდეს სახელების რაოდენობა ამ სიაში. მისი წაკითხვა საშიშია. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, სიკვდილის გარემოება... ყველა მათგანი ახლა ცოცხალი უნდა იყოს, მხოლოდ ერთი ადამიანი მოსკოვში რომ არ იწვევდეს ამ კატასტროფას. ეს უკვე გამოუსწორებელია. იმიტომ, რომ ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი საშინელი შედეგების შეჩერება. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ტაძრების გადაწყვა. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ქალაქების განადგურება. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა თუ ერთი ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას. და ფაქტი, რომ მსგავსი ბრძანება აქამდე არ არის, მთელი მსოფლიოს ცალსახა დამცირებაა. მუდმივი ხსოვნა რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებს! მუდმივი დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო