ბანგლადეშში საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგის მახლობლად მდებარე საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საწყობში ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა.

თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს” განუცხადეს, რომ აფეთქებამ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარი შენობები შეარყია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. ზოგიერთ მათგანს სხეულის 60%-დან 90%-მდე დამწვარი აქვთ. დაშავებულთა შორის არიან საწყობში დასაქმებული მუშები, ისევე როგორც მეხანძრეები და პოლიციელები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა