ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი“ ასრულებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

,,პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება“, - აცხადებს ენუქიძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს